ფეხბურთი

23:32 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოქრთამული მასპინძლობა რუსეთში უარყვეს: "ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში საუკეთესოდ ვუმასპინძლეთ"

რუსეთმა და ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა არალეგალურად, მოსყიდული ხმებით მიიღეს. აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი.

როგორც ამერიკაში დაადგინეს, რუსეთმა და ყატარმა ფიფას საორგანიზაციო კომიტეტის წევრები მოისყიდეს. ბუნებრივია იმისთვის, რომ კენჭისყრის დროს ხმები ხსენებული ქვეყნებისთვის მიეცათ.

თუმცა, ეს ცნობა რუსეთში უკვე უარყვეს: „რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება კანონიერად მოიპოვა. არანაირი ქრთამი არ ყოფილა, ამას კატეგორიულად უარვყოფთ. რუსეთმა ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა და ამით ვამაყობთ. მედიაში სტატიებს ვკითხულობთ და არ ვიცით, რა არის“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, ფიფა ახლო წარსულში არაერთ მსგავს სკანდალში გახვეულა და გასაკვირი არ იქნება, რომ რუსეთის და ყატარის ქრთამიც რეალობა იყოს.

0.114473