ფეხბურთი

14:20 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

შირერი: "ნიუკასლის" სიყვარულის გამო "მანჩესტერში" არ გადავედი"

ლეგენდარულმა ინგლისელმა თავდამსხმელმა ალან შირერმა 1996 წლის ზაფხულს განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მაშინ შირერს „ბლექბერნ როვერსიდან“ „მანჩესტერში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ „ნიუკასლში“ წასვლა ამჯობინა, რადგან ეს გუნდი უყვარდა.

„ერთსა და იმავე დღეს კიგანსა და ფერგიუსონს ვესაუბრე. დილით კიგანს შევხვდი, ძალიან კარგად ჩაიარა, დღის მეორე ნახევარში უკვე „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებს. ფერგიუსონს ვუთხარი, რომ მე კიგანთან უკვე ნასაუბრები მქონდა და კმაყოფილი ვიყავი მოლაპარაკებით.

ერთ მომენტში ვაპირებდი „მანჩესტერთან“ კონტრაქტის გაფორმებას. შემდეგ კიგანისგან ზარი მივიღე, ერთი-ორი დღე ვფიქრობდი: „იცით რა ხდება? მე „ნიუკასლში“ მივდივარ. ეს იყო გუნდი, რომელსაც ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და იქ თამაში მინდოდა“, - აღნიშნა ალანმა.

შეგახსენებთ, რომ ალან შირერი „ბლექბერნში“ 1992-1996 წლებში თამაშობდა 171 მატჩში 130 გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ „ნიუკასლში“ გადავიდა და „კაჭკაჭთა“ რიგებში გატარებულ 10 სეზონში 405 შეხვედრაში 206 გოლის გატანა შეძლო.

0.116153