„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი გაურკვეველია. ფრანგული გუნდი არგენტინელის „ინტერიდან“ გამოსყიდვას არ გეგმავს, იტალიელებს კი მისი დაბრუნება არ სურთ.
Corriere Dello Sport-ის ცნობით, საქმეში „მილანიც“ გამოჩნდა. „როსონერის“ ხელმძღვანელობა მიუხედავად კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისისა, მზადაა თანაქალაქელებთან მოლაპარაკებები გამართონ.
ჯეროჯერობით „შავ-წითლების“ შეთავაზება უცნობია, მაგრამ „ინტერი“ იკარდის 70 მილიონ ევროდ აფასებს. სატრანსფერო ფასის დაწერა კი შესაძლოა იმანაც განაპირობოს, რომ იკარდის „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.