ფეხბურთი

16:34 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დონალდ ტრამპი: "ვფიქრობ, აშშ-ში გულშემატკივრები სპორტს მალე დაუბრუნდებიან"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში სპორტულ ღონისძიებებს გულშემატკივრები უახლოეს ხანში შეუფერხებლად დაესწრებიან.

„მინდა, რომ გულშემატკივრები დაუბრუნდნენ სპორტულ შეჯიბრებებს, როდესაც მზად ვიქნებით. თარიღი არ შემიძლია გითხრათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ადრე იქნება, ვიდრე გვიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშში-ში ამ დროისთვის კორონავირუსის 311 637 შემთხვევა დადასტურდა და 8 454 ადამიანი გარდაიცვალა.

0.117089