ესპანეთში „ბარსელონას“ საშინაო სტადიონი „კამპ ნოუ“ შესაძლოა შემოდგომამდე დაიხუროს, რადგან კორონავირუსის პოტენციური აფეთქების წყაროდ მიაჩნიათ.
„არ გახსნათ „კამპ ნოუს“ სტადიონი შემოდგომამდე, რომ სოციალური დისტანცია დავიცვათ“, - თქვა ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ორიოლ მიამ.
როგორც ის ამბობს, რომ „ბარსელონას“ სტადიონი თავისი 100 ათასი ქომაგით კორონავირუსის აფეთქების პოტენციური შესაძლებლობაა. ამიტომ, ესპანური მედია ვარაუდობს, რომ თუ მანამდე ფეხბურთის თამაში განახლდება, კატალონურ გრანდს შინ დახურულ კარს მიღმა მოუწევს თამაში.