ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ, რომელიც აშშ-ში თვითიზოლაციაში იმყოფება, საკუთარი ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა. შარაპოვას განცხადებით, ნებისმიერს შეუძლია მიწეროს და მასთან ისაუბროს.
„მე მაქვს ნომერი, რომელიც 310-ით იწყება (აშშ-ს ინდექსი) და ახლა თქვენც გიზიარებთ. მომწერეთ: 310-564-7981. ნამდვილია. მითხარით რას აკეთებთ, მკითხეთ რამე ან უბრალოდ მომესალმეთ. რეცეპტებიც მისასალმებელია“, - თქვა სოციალურ ქსელში საუბრისას მარიამ.
შეგახსენებთ, რომ შარაპოვამ ცოტა ხნის წინ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა და ჩოგბურთს დაემშვიდობა.