ფეხბურთი

16:05 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "უეფამ ბელგიელები სამართლიანად გააკრიტიკა, სეზონი უნდა დასრულდეს"

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს და გერმანული კლუბები ამ საკითხზე უკვე შეჯერდნენ. უეფას კრიტიკა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის მისამართით კი სამართლიანად მიაჩნია.

„უეფამ ბელგიის ჩემპიონატის ხელმძღვანელები სეზონის შეწყვეტი გამო ჩემი აზრით სამართლიანად გააკრიტიკა. გერმანიაში 36-ვე კლუბი (პირველი და მეორე ბუნდესლიგის - რედ) შევთანხმდით, რომ სეზონი უნდა დავასრულოთ, თუნდაც ივნისის შემდეგ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომელთაც კონტრაქტები 30 ივნისს ეწურებათ, ვფიქრობ, რომ ფიფა ვალდებულია გამოსავალი მოძებნოს, რომ უზრუნველყოს მათთვისაც სეზონის ჩამთავრება. წინააღმდეგშემთხვევაში კონკურენციის პირობები დაირღვევა“, - განაცხადა რუმენიგემ.

აქვე გეტყვით, რომ გერმანიის ბუნდესლიგის განახლების თარითი ჯერჯერობით უცნობია.

0.110189