სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:20 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა: "ყველაფერში პოზიტივის დანახვაა საჭირო"

დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინული გუნდის ვებგვერდს ესაუბრა. ჩვენებურმა შექმნილი ვითარებისა და ცხოვრების რიტმის შეცვლის შესახებ გააკეთა კომენტარი.

ხოჭოლავას განცხადებით, ფეხბურთი ენატრება, მაგრამ ყველაფერში პოზიტივის დანახვაა საჭირო და ეს ახლა ოჯახთან მაქსიმალური დროის გატარებაში გამოიხატება.

- დავით რას აკეთებთ საკარანტინო პერიოდში?

- ადამიანების უმეტესობის მსგავსად სახლში ვარ. ნამდვილად მენტარება ფეხბურთი და გუნდთან ერთად ვარჯიში, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ვიპოვოთ პოზიტიური წერტილები. კარანტინი შესანიშნავი შესაძლებლობაა ოჯახთან ურთიერთობით ვისარგებლოთ.

- რას ფიქრობთ ეპიდემიასთან დაკავშირებით?

- სიტუაცია ძალიან სერიოზულია. მინდა მჯეროდეს, რომ ვირუსის გავრცელება მალე შეწყდება და ცხოვრება დაუბრუნდება ნორმალურ კალაპოტს. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს პანდემიასთან ბრძოლაში.

- საქართველოშიც არ არის მარტივი სიტუაცია. რას ამბობენ ნათესავები და მეგობრები?

- დიახ, ახლა ყველაფერი რთულადაა. დაწესდა კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ქუჩაში ხალხის გადაადგილება. ყველა, ვისაც მე ვუკავშირდები, სახლში არიან და ცდილობენ თავი აარიდონ გარე სამყაროსთან კონტაქტს. ახალგაზრდები ჩართული არიან მოხალისეობაში და მოხუცებს ეხმარებიან, იძენენ საკვებს და სხვა ნივთებს. ვფიქრობ, რომ ეს სწორი და ძალიან კარგი ინიციატივაა.

- რა სიფრთხილის ზომები მიიღეს თქვენს ოჯახში?

- ყველაფერი სტანდარტულია. უფრო ხშირად ვიბან ხელებს, ვმკურნალობ ანტისეპტიკებით, ქუჩაში უმიზეზოდ არ გავდივარ.

- ძნელია სახლში ვარჯიში?

- ბუნებრივია. ვარჯიშები, რომელსაც ბაზაზე ვასრულებთ, სახლში ვერ გავიმეორებთ, მაგრამ ყველას გვაქვს სავარჯიშო გეგმა და მწვრთნელები აკონტროლებენ ყველაფერს ვიდეოკონფერენციის დახმარებით. ჯერჯერობით ვმუშაობთ და ვცილობთ მაქსიმალურად უკეთეს ფორმაში ვიყოთ.

- რას ეტყვით გულშემატკივრებს ამ რთულ პერიოდში?

- ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა! იზრუნეთ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებს. და, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, „შახტარი“ იზრუნებს თქვენს გახარებაზე ახალი გამარჯვებებით.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.135778