კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულში ნეიმარის ან ლაუტარო მარტინესის დამატებას აპირებს. ხოსეპ ბართომეუმ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ სატრანსფერო ბაზარზე ამბიციურები იქნებიან.
Mundo Deportivo-ს ცნობით კი, „ბლაუგრანას“ ქომაგებს ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნებას, ლაუტარო მარტინესის ყიდვა ურჩევნიათ.
შეგახსენებთ, ლაუტარო მილანის „ინტერის“ ღირსებას იცავს და „ნერაძური“ მასთან შელევას 70 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ გეგმავს.