ენსხედეს „ტვენტეს“ ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ კლუბში გატარებულ პერიოდზე და გულშემატკივრებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ასეთ დიდ გუნდში ქომაგების კრიტიკა გასაგები და მისაღებია.
„ტვენტეში“ გადმოსვლა ტედთან (ლეუვენი) ხელახალ შეხვედრას ნიშნავდა, ისევე როგორც გონსალო გარსიასთან. „ანორთოსისში“ შევამჩნიე, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა. მისი ჭკვიანური თამაშით და ფეხბურთელებთან საუბრის მანერით. თავიდანვე ვიცოდი, რომ „ტვენტე“ დიდი გუნდი იყო. ენსხედეში ჩამოსვლამდე ვნახე მეორე დივიზიონში „ტვენტეს“ მატჩები და მიკვირდა, რომ დაბალ ლიგაშიც ტრიბუნებზე 30 ათასი გულშემატკივარი იყო. ეს აუდიტორია ძალიან ჰგავს „სევილიას“ ქომაგებს.
მესმის, რომ გულშემატკივარი ზოგჯერ კრიტიკულია და ამას ვიღებ. ასეთ დიდ გუნდში, როგორიც „ტვენტეა“, ყოველთვის დიდია მედიის ყურადღება და ქომაგების კრიტიკაც ნორმალურია. ეს ხშირად ზეწოლას ზრდის, მეორეს მხრივ კარგია, რადგან გრძნობ, რომ ისინი ნამდვილი გულშემატკივრები არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა გიორგიმ De Twaalfde Man-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, აბურჯანია „ტვენტეს“ გასულ ზაფხულს „სევილიადან“ ორწლიანი იჯარით შეუერთდა და ერედივიზიონში ამ დროისთვის 17 შეხვედრაში თავის გამოჩენა ორჯერ მოახერხა.