ფეხბურთი

15:23 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "რონალდუ? პირადად სულ სხვა ადამიანი გავიცანი"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ, რომელიც კორონავირუსითაა დაინფიცირებული JTV-სთან ონლაინ რეჟიმში ისაუბრა. არგენტინელის განცხადებით, თავიდან შეშინებული იყო, მაგრამ კარგადაა.

გარდა ამისა, დიბალამ კრიშტიანუ რონალდუსა და ოთხი თვის ხელფასების ჩამოჭრაზე ისაუბრა:

„ვირუსი? თავიდან მეშინოდა, მაგრამ უკეთესად ვარ. საწყის ეტაპზე ძალიან სწრაფად ვიღლებოდი. ვარჯიში მსურდა, მაგრამ 5 წუთში უკვე სუნთქვა მიჭირდა. მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ცუდი ხველება მქონდა, დაღლილი ვიყავი და მციოდა. ხალხი სახლში უნდა დარჩეს, რადგან უამრავი ადამიანი დაიღუპა.

რონალდუ? ფანტასტიკური და ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია. მას ვუთხარი, რომ არგენტინაში ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ პირადად სულ სხვა ადამიანი გავიცანი. მან პასუხით გამაოცა: ვიცი, რომ ასეა, ვარ ის, რაც ვარ. მიჩვეული ვარ კრიტიკის მიღებას“.

ხელფასების დაკლება? კიელინი პრეზიდენტ ანდრეა ანიელის ესაუბრა და შემდეგ ჩვენ, ჩატში ვისაუბრეთ. იყო განსხვავებული მოსაზრებები, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს ბონუსის მიღებამდე ერთი-ორი თამაში აკლდა, მაგრამ ეს საუკეთესო გამოსავალი იყო“, - აღნიშნა დიბალამ.

0.107604