ფეხბურთი

13:16 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "ვიმედოვნებ, რომ ჩემი ფეხბურთელების მეუღლეებმა ჩაწოდება იციან"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იმდეოვნებს, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მისი ფეხბურთელები სახლის პირობებში ფორმის შენარჩუნებას შეძლებენ.

ნორვეგიელის განცხადებით, მათ სახლებში ბრწყინვალე ბაღები აქვთ, სადაც შეუძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად ითამაშონ.

„ფეხბურთელებს ინდივიდუალური პროგრამები და დიეტის დაცვა აქვთ. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ პერიოდით და მოედანზე მათი ფუნქციების სპეციფიკის გაუმჯობესებაზე იმუშაონ. მე შვილებთან ერთად სკვერებში ვვარჯიშობდი და ფეხბურთელებმაც იგივე უნდა გააკეთონ. მათ უმეტესობას აქვთ დიდი სახლები და ეზოში კარგი ბაღები. შესაბამისად, ვიმდეოვნებ, რომ მათმა ცოლებმა ან შეყვარებულებმა ჩაწოდება იციან“, - თქვა სულშერმა.

0.369275