ფეხბურთი

14:22 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: "პაკეტას შეუძლია ბრაზილიის ნაკრების დე ბრუინი გახდეს"

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე მიიჩნევს, რომ მის გუნდს კევინ დე ბრუინის სტილის ნახევარმცველი აკლია. თუმცა, გამოცდილი სპეციალისტი „მილანის“ ფეხბურთელ ლუკას პაკეტასა და „ლიონის“ ახალწვეულ ბრუნო გიმარაეშს იმედიანად უყურებს.

ტიტე ფიქრობს, რომ ორივეს შეუძლია ნაკრებში იმ ფუნქციების შესრულება, რასაც დღეს თანამედროვე ფეხბურთში ბელგიელი ასრულებს.

„ამ მომენტში ჩვენ გვაკლია ისეთი ნახევარმცველი, როგორიც ადრე ფალკაო იყო, ან დღეს დე ბრუინია. ჩვენ შეგვიძლია საყრდენ ზონაში კაზემირო დაგვეხმაროს და წინ უფრო მეტ კრეატივს მივმაროთ. ბრუნო გიმარაეშმა ცოტა ხნის წინ კონტრაქტი „ლიონთან“ გააფორმა და შეუძლია დე ბრუინის ტიპის ნახევარმცველი გახდეს, ისევე როგორც „მილანელ“ პაკეტას“, - თქვა ტიტემ.

შეგახსენებთ, რომ ლუკას პაკეტას ბრაზილიის ნაკრებში 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. რაც შეეხება ბრუნო გიმარაეშს, „ლიონში“ იანვარში გადავიდა და „სელესაოში“ დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

0.113624