ლონდონის „ჩელსი“ მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარის, მანუელ ნოიერის დამატებას აპირებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისური გუნდი აქტიურად აკვირდება სიტუაციას და მზადაა გერმანელ კიპერს კონტრაქტი შესთავაზოს.
ნოიერს „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მხარეებს მის გახანგრძლივებაზე ვერ რიგდებიან. მიუნხენელბი მანუელს 2023 წლამდე სთავაზობენ კონტრაქტს, მაგრამ თავად ფეხბურთელის მოთხოვნაა ასეთია: ხელშეკრულება 2025 წლამდე ან არაფერი.
„ჩელსი“ კი მზადაა ნოიერის ყველა მოთხოვნილი პირობა დააკმაყოფილოს და ინგლისში იახლოს. ფრენკ ლამპარდი კეპა არიზაბალაგას თამაშით უკმაყოფილოა და კლუბს სატრანსფერო პერიოდში მეკარის პოზიციის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, „ბაიერნში“ ნოიერი 2011 წლიდან თამაშობს. „რეკორდმაისტერმა“ „შალკედან“ ალექსანდრ ნიუბელი დაიმატა და გუნდის მიზანი შემადგენლობის გაახალგაზრდავებაა.