ფეხბურთი

18:35 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკ გრილიში ავარიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ კაპიტანი ჯეკ გრილიში ავტოავარიაში მოჰყვა. The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელი მთელი ღამე წვეულებაზე იმყოფებოდა, იქიდან დაბრუნებული კი გზის მოაჯირს დაეჯახა.

ჯეკი 80 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების Range Rover-ს მართავდა და მანქანა მცირედით დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ გრილიში გარეთ მას შემდეგ გავიდა, რაც სპეციალური ვიდეო გადაიღო და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

0.115746