სხვა

18:02 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ტაისონი: "ჩემმა ვეფხვმა მეზობელს ხელი მოაჭამა"

ლეგენდარული მაიკ ტაისონი ბოლო დროს სკანდალური ისტორიების გახსენებას არ ერიდება. ამჯერად ფატ ჯოსთან ინტერვიუში თქვა, რომ მისმა ვეფხვმა, რომელიც სახლში ჰყავდა, მეზობელ გოგონას ხელი მოაჭამა.

„ჩემმა ვეფხვმა მეზობელს ხელი მოაჭამა, ის სახლიდან არ გაქცეულა, ასე არ ყოფილა. მეზობელი ღობეზე გადახტა, სადაც ვეფხვი იყო და მასთან თამაში დაიწყო. ვეფხვი არ იცნობდა გოგონას და ეს უბედური შემთხვევა იყო. როდესაც დავინახე რა მოხდა, მაშინვე მივეცი 250 ათასი დოლარი, მიუხედავად იმისა, რომ ღობეზე ის თავად გადმოვიდა. საერთოდ ცხოველებს არ სურთ განგებ თავს დაგესხათ, ეს შემთხვევით ხდება.

რატომ მყავდა ვეფხვი? ციხეში ვიყავი, მეგობარს ვესაუბრებოდი, ვისგანაც მანქანა ვიყიდე. მამამისს ვეფხვები და ლომები ჰყავდა, რამდენიმე თვის შემდეგ როდესაც სახლში დავბრუნდი, ვეფხვის შვილი მაჩუქეს“, - აღნიშნა მაიკმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ტაისონმა ახალგაზრდობაში მეგობრების დედებთან და დებთან სექსუალურ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

0.122066