ზუსტად 23 წლის წინ, 1997 წლის 30 მარტს, საქართველოს ნაკრებმა სომხეთს უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. ეს "ჯვაროსნების" ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. თავის მხრივ, სომხეთისთვის პირიქით, ყველაზე სოლიდური მარცხი იყო 2019 წლის ნოემბრამდე, სანამ იტალიასთან 1:9 განადგურდებოდა.