ფეხბურთი

13:49 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ლეგენდა კორონავირუსის გამო გარდაიცვალა

"ატლეტიკოს" ლეგენდარული ფეხბურთელი ჟოზე ლუის კაპონი კორონავირუსის გამო გარდაიცვალა, აღნიშნულ ისნფორმაციას AS.com-ი ავრცელებს.

Marca-ს ცნობით, კაპონს პნევმონია განუვითარდა, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა.

კაპონი "ატლეტიკოს" ღირსებას 1970-1980 წლებში იცავდა. მადრიდული კლუბის მაისურით 200 შეხვედრა ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრებში 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

0.117383