„ბენევენტოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ თავისი ძმის, სიმონეს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისგან მხოლოდ სწავლა შეიძლება.
„სიმონესგან მხოლოდ სწავლა შეიძლება, თანამედროვე და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. „ლაციოს“ თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა, ყველაფერში გამაოცა“, - თქვა „სუპერპიპომ“.
შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგის „ლაციო“ სერია A-ში მეორე ადგილზეა და ლიდერ „იუვენტუსს“ ქულით ჩამორჩება, ხოლო ფილიპოს „ბენევენტო“ სერია B-ში ლიდერია და უახლოეს მდევარს 20 ქულით უსწრებს. თუმცა, მოხერხდება თუ არა იტალიაში საფეხბურთო სეზონის გაგრძელება, ეს ამ დრომდე უცნობია.