„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ 2014 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მეოთხედფინალში ანხელმა ბელგიასთან ტრავმა მიიღო და ფინალში მის ნაცვლად ენცო ეპრესმა ითამაშა.
დი მარია იხსენებს, რომ მადრიდის „რეალიდან“ წერილი გაუგზავნეს, რომ არ ეთამაშა, რადგან მისი გაყიდვა იყო დაგეგმილი.
„2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ „რეალმა“ წერილი მომწერა და მთხოვდა ფინალში არ მეთამაშა. არსებობდა რისკი, რომ ეს ჩემი კარიერის ბოლო თამაში ყოფილიყო და ეს მხოლოდ სამმა ადამიანმა, მე, ექიმმა და საბელიამ ვიცოდით.
კუნთების სერიოზული დაზიანება მქონდა, მაგრამ მინდოდა მეთამაშა, თუნდაც კარიერის დასრულების ფასად. ვიცოდით, რომ „რეალს“ ჩემი გაყიდვა სურდა დ შეკრებაზე წერილი მომწერეს, რომელიც დავხიე. საბელიასთან მივედი, ვტიროდი და ვუთხარი, რომ თუნდაც 100%-ით მზად არ ვყოფილიყავი, ჩემთვის თამაში ყველაფერს ნიშნავდა. მან კი ენცო პერესი ათამაშა“, - თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, ფინალში არგენტინამ დამატებით დროში გერმანიასთან წააგო, ხოლო იმავე ზაფხულს დი მარია „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.