კორონავირუსის მიუხედავად ბელარუსის ჩემპიონატი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მეორე ტურში ორი ქართული გოლიც გავიდა.
გიორგი ქანთარიას „ნემანმა“ „ვიტებსკს“ უმასპინძლა და 2:0 აჯობა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და 58-ე წუთზე პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
22 წლის ფეხბურთელი „ნემანის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მისი გუნდი კი ორი ტურის თავზე 3 ქულით მეშვიდე ადგილზეა. შეგახსენებთ, გუშინ სოლიგარსკის „შახტიორის“ რიგებში გოლი გეგა დიასამიძემ გაიტანა.