ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა პეტერ კრაუჩმა რონალდოსთან შეხვედრა გაიხსენა. ინგლისელის განცხადებით, ბრაზილიელს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ფეხბურთელი იყო.
კრაუჩი იხსენებს, რომ რონალდო ლუდს სვამდა და მუცელზე საფერფლე ედო.
„რონალდოს ერთხელ შევხვდი, იბიცაზე შვებულებაში ვიყავი და სანაპიროზე დავინახე. ხელში ლუდის ქილა ეჭირა და მუცელზე საფერფლე ედო. ყოველჯერზე, როდესაც ლუდს გამოცლიდა, მოდელს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, ახალი მიჰქონდა.
არ შემეძლო მასთან ფოტოს გადაღების შესაძლებლობა ხელიდან გამეშვა, შესაბამისად მივედი. იმედი მქონდა, რომ მეტყოდა: „ოჰ, შენ კრაუჩ!“, მაგრამ რეალურად წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ვიყავი. ფოტო გადავიღე და ისე წამოვედი, არც იცოდა, რომ ფეხბურთელი ვიყავი.
ვისთან ვითამშებდი შეტევაში? რონალდოსთან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი სტილი ერთმანეთს შეერწყმებოდა, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი მასთან ერთად 90 წუთის თამაშზე“, - თქვა კრაუჩმა.