ფეხბურთი

21:35 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ის ძანიოლოს და ჰავერცს ჰგავს" - ინგლისურ გუნდს ჩაკვეტაძის შეძენა ურჩიეს

გიორგი ჩაკვეტაძე „ვესტ ჰემში“? ბრიტანული გამოცემა Greenstreethammers-ი ლონდონურ გუნდს მანუელ ლანსინის შემცვლელად ქართველი შემტევის ყიდვას ურჩევს. როგორც წერილშია ნათვამი, ჩაკვეტაძე არგენტინელს იდეალურად შეცვლიდა და კლუბსაც მისი ყიდვა საკაოდ იაფი დაუჯდებოდა.

„პირველი ფეხბურთელი, რომელსაც „ვესტ ჰემმა“ ყურადღება უნდა მიაქციოს, 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძეა. ახალგაზრდა ქართველი დაახლოებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს და „გენტი“ დრო და დრო აჩვენებს, რომ გაყიდვებისთვის მზადაა. „ჩაქუჩებს“ მასში 15 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტის გადახდა არ მოუწევს.

ჩაკვეტაძეს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ქართული ფეხბურთის მომავალია. სათამაშო სტილით განსხვავდება პაბლო ფორნალსისგან და მანუელ ლანსინისგან, მაგრამ წააგავს ნიკოლო ძანიოლოს და კაი ჰავერცს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.131029