ფეხბურთი

13:40 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის კლუბები აპრილში 110 მილიონ ევროს ვერ მიიღებენ

საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბებს აპრილში Canal+ 110 მილიონ ევროს არ გადაუხდის. აღნიშნული ინფორმაცია L`Equipe-მ გაავრცელა. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, beIN Sports-ც მსგავსად მოიქცევა და ტელეტრანსლიაციების შეწყვეტის გამო თანხას არ გადაიხდის.

Canal + მთელი სეზონის განმავლობაში ლიგა 1-ის კლუბებისთვის 548 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო საფრანგეთში ჩემპიონატები შეწყდა და შესაბამისად გადაიდო ტელეტრანსლიაციებიც. beIN Sports-ს კლუბებისთვის 201 მილიონი უნდა გადაეხადა.

ლიგა 1 13 მარტს ოფიციალურად შეწყდა და ჯერჯერობიტ უცნობია როდის განახლდება ჩემპიონატი. სხვადასხვა კლუბმა ხელფასის შემცირების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, მათ შორის არიან "ლიონი" და "მარსელი".

თეგებილიგა 1
0.117037