"ჰამბურგის" პრეზიდენტი გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარსელ იანსენი გახდა. აღნიშნულ ინფორმაცია Kicker-ი ავრცელებს.
აღნიშნული თანამდებობიდან კლუბის დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბერნდ ჰოფმანი გადადგა. გადადგომის მიზეზად კი სხვა დირექტორებთან იონას ბოლდტომთან და ფრანკ ვეტშტაინთან უთანხმოება სახელდება. თანამდებობიდან ასევე წავიდნენ მაქს-არნოლდ კეტგენი და ვიცე-პრეზიდენტი ტომას შულცი.
იანსენი "ჰამბურგში" 2008-2015 წლებში თამაშობდა და 152 მატჩი აქვს ჩატარებული. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მარსელმა 45 შეხვედრა ჩაატარა.