ფეხბურთი

0:16 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ფეხბურთელებმა ოთხი თვით ხელფასები შეიმცირეს

იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს ხელფასები შეუმცირდათ. გუნდის კაპიტან ჯორჯო კიელინისთან მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ტურინულმა გუნდმა საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მომდევნო ოთხ თვეში ხელფასებს გათვალისწინებული კონტრაქტის მიხედვით არ გადაიხდის.

„იუვენტუსი“ გატყობინებთ, რომ გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც ხელს უშლის სპორტულ აქტივობას, ფეხბურთელებთან შეთანხმებას მივაღწიეთ ანაზღაურების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სეზონის ბოლომდე. შემცირდება მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვის ხელფასები, ხოლო თუ მანამდე სეზონი განახლდება, კლუბი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს გადახდას“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

„იუვენტუსი“ ხსენებული ნაბიჯით ჯამში დაახლოებით 90 მილიონ ევროს დაზოგავს, რაც მომდევნო სეზონისთვის შესაძლო ფინანსური კრიზისგან დაიცავს.

0.113453