რაგბი

21:30 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ოლ ბლექსის" მწვრთნელები და მორაგბეები ხელფასს დაიკლებენ

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან ფოსტერმა დაადასტურა, რომ ხელფასს დაიკლებეს, ისევე როგორც სხვა მწვრთნელები და ნაკრების მორაგბეები. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალზელანდიელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო ფინანსური პრობლემები რაგბიშიც წარმოიშვა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ხარჯების შემცირება დაიწყო.

"მწვრთნელებმა გადავწყვიტეთ მნიშვნელოვნად დავიკლოთ ხელფასი და ეს უკვე შეთანხმებულია. რაგბი აღარაა, თამაშები არ ტარდება, მოედნები დაიხურა და მძიმე ვითარებაა. ამ ყველაფერმა პროგრამები დახურა და ამ ყველაფერმა ხელფასებზეც იმოქმედა." - ციტირებს Sky Sports-ი ფოსტერის სიტყვებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო ფაქტობრივად ყველა სპორტული შეჯიბრება გადაიდო და მათ შორის სუპერ რაგბიშიც აღარ ტარდება თამაშები. შესაბამისად, ახალი ზელანდიის ნაკრების მოთამაშეები, როგორც ფოსტერმა განაცხადა, კრიზისი დროს ხელფასს დაიკლებენ.

0.119954