მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიეგო კოშტა შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს იტალიაში ედინ ჯეკოს დუბლიორად განიხილავენ.
როგორც გამოცემა წერს, „რომას“ სპორტული დირექტორის, ჯანლუკა პეტრაჩის პირველი არჩევანი ვეტერანი ფორვარდია, რომელსაც წარუმატებელი სეზონი აქვს.
მიმდინარე სეზონში დიეგო კოშტამ მხოლოდ ორი გოლის გატანა, „რომა“ კი მის დამატებას 2013 და 2018 წლებშიც ცდილობდა.