სხვა

23:25 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსი შესაძლოა არ გადაიდოს

ველოსპორტში ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება ტურ დე ფრანსი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად შესაძლოა არ გადაიდოს. შეჯიბრება 27 ივნისს უნდა დაიწყოს და როგორც საფრანგეთის სპორტის მინისტრმა განაცხადა, ჯერჯერობით გადადება არ იგეგმება.

"ტურ დე ფრანსის ეკონომიკური მოდელი ბილეთების გაყიდვაზე არაა აგებული, თუმცა დამოკიდებულია სატელევიზიო უფლებებსა და ტრანსლიაციებზე. ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს სახლში დარჩენის სარგებელი და პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ სატელევიზიო სპეკტაკლებზე. ტურ დე ფრანსს ტელევიზიით შეგვიძლია ვუყუროთ." - განაცხადა როკსანა მარასინიანიომ.

ტურ დე ფრანსი თუ არ გადაიდება, 27 ივნისს დაიწყება და 23 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საბოლოოდ, შეჯიბრება ელისეს მინდვრებზე, ტრიუმფალურ თაღთან დასრულდება.

0.117222