„ბაიერნი“ „ბარსელონას“ გერმანელი მეკარის, ანდრე ტერ შტეგენის შეძენითაა დაინტერესებული. Sport.es-ის ცნობით, ბავარიულ კლუბს ტერ შტეგენის 2021 წლის ზაფხულში ყიდვა სურს. მას ოლივერ ნოიერის, რომელიც უკვე 34 წლისაა, შემცვლელად მოიაზრებენ. ისიც ცნობილია, რომ ნოიერი და „ბაიერნი“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
ამიტომ, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ ტერ შტეგენს სთხოვა, აღარ გაახანგრძლივოს ხელშეკრულება „ბარსელონასთან,“ რომელსაც 2022 წლის ზაფხულში ეწურება ვადა.