ფეხბურთი

14:50 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ მარსელოს უტრიალებს. „რეალი“ წინააღმდეგი არაა

მადრიდის „რეალის“ მცველმა, მარსელომ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, კლუბი დატოვოს.

Marca-ს ცნობით, 31 წლის ბრაზილიელით „იუვენტუსი“ ისევ დაინტერესდა. ტურინელებს დაცვის მარცხენა ფრთის გაძლიერება სურთ, სადაც ახლა ალექს სანდრო ირჯება და რომელსაც ამჟამად კონკურენტი არ ჰყავს. გარდა ამისა, ტურინულ კლუბში მიაჩნიათ, რომ მარსელოსთან კონკურენციის პირობებში სანდრო გააქტიურდება და უფრო მაღალი დონის თამაშის ჩვენებას დაიწყებს.

გამოცემის მტკიცებით, ღირსეული წინადადების შემთხვევაში, „რეალი“ მარსელოს წასვლას არ შეეწინააღმდეგება.

0.116049