“იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინელთა კლუბი დაინტერესებულია “არსენალის” ფორვარდის ლუკაშ პოდოლსკის გადაბირებით.
“თუ პოდოლსკის სურვილი ექნება, იანვარში მას შევიძენთ” – მაროტას სიტყვებს The daily mail ციტირებს.
მილანის “ინტერი” კიდევ ერთი იტალიური კლუბია, რომელიც პოდოლსკის შეძენით არის დაინტერესებული.