მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
As-ის ინფორმაციით, „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუ“ მადრიდის ხელმძღვანელობას დროებით დაუთმო და სტადიონი წამლებისა და სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარის შესანახ ზონად გადაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 56 188 შემთხვევა დაფიქსირდა და 4 089 ადამიანი გარდაიცვალა.