ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, დარიო მარკოლინის მამა კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ჯანკარლო მარკოლინი 75 წლის იყო და მშობლიურ ქალაქ ბრეშაში დაასრულა სიცოცხლე. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში COVID-19-მა 921 ადამიანი იმსხვერპლა.
რაც შეეხება დარიო მარკოლინის, დიდად ხმაურიანი კარიერა არ ჰქონია, სხვადასხვა წლებში „ლაციოს“, „კრემონეზეს“, „სამპდორიას“, „კალიარის“, „ჯენოას“, „ბლექბერნისა“ და „ნაპოლის“ რიგებში უთამაშია, ხოლო 2000 წელს სკუდეტო მოიგო.