ფეხბურთი

0:50 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია: "მოსალოდნელია, რომ ტაბიძე უკეთეს გუნდში სარეკორდო თანხად გადავა"

რუსული ვებგვერდი Sportbox.ru “უფას“ ქართველი ლეგიონერის, ჯემალ ტაბიძს შესახებ წერს და ვარაუდობს, რომ ჩვენებური ზაფხულში უკეთეს გუნდში გადავა, თანაც სარეკორდო თანხად.

„დღეს ქართველი მცველი „უფას“ ყველაზე ღირებული აქტივია, რომელმაც ბოლო წლებში ისწავლა ფულის შოვნა ფეხბურთელების კარგად გაყიდვით. არ იქნება გასაკვირი, რომ მომდევნო ზაფხულს ტაბიძე სარეკორდო თანხად უკეთეს გუნდში გადავიდეს. კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა იჩქაროს ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად, რომელიც ორ წელიწადში იწურება. მისი საიმედო თამაშის წყალობით ვადიმ ევსეევის გუნდმა ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა „ზენიტის“ შემდეგ (19). მისი საშუალო მაჩვენებლებიც ყველა ასპექტში მაღალი დონისაა. ქართველი პრემიერლიგის ნებისმიერ წამყვან გუნდში არ დაიკარგება“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ტაბიძეს რუსეთის პრემიერლიგაში 18 მატჩი აქვს ჩატარებული, 1 გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასიც შეასრულა.

0.114025