მოსკოვის „ლოკომოტივმა“ საკუთარი გუნდის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მასში თითო ფეხბურთელი თითო ქვეყნიდან მოხვდა და საქართველოდან ზაზა ჯანაშია.
„რკინიგზელთა“ სიმბოლური ასეთია:
მეკარე: გილერმე (ბრაზილია)
მცველები: სერგეი გურენკო (ბელარუსი), ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი), ვედრან ჩორლუკა (ხორვატია), იან დიურიცა (სლოვაკეთი), ჯეიკობ ლეკხეტო (სამხრეთ აფრიკა)
ნახევარმცველები: ვლადიმირ მამინოვი (უზბეკეთი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (პოლონეთი), დმიტრი ლოსკოვი (რუსეთი)
თავდამსხმელები: ჯეფერსონ ფარფანი (პერუ), ზაზა ჯანაშია (საქართველო)
შეგახსენებთ, ზაზა ჯანაშია „ლოკომოტივში“ 1996-2001 წლებში თამაშობდა და 194 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა.