„შალკეს“ 18 წლის მცველმა, მალიკ ტაივმა, კარიერა, შესაძლოა, ინგლისში გააგრძელოს - გვამცნობს Daily Mail.
გამოცემის მტკიცებით, ფინური ფესვების მქონე გერმანელის საკუთარ რიგებში ხილვა „მანჩესტერ სიტის,“ „ლივერპულსა“ და „არსენალს“ სურთ.
მიმდინარე სეზონში ტაივმა „შალკეს“ ახალგაზრდულ გუნდში 9 გოლი გაიტანა და ძირითად შემადგენლობაშიც ჰქონდა დებიუტი.
მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 7,5 მილიონი ევროა.