გამოცემა France Football-მა მსოფლიო ფეხბურთის სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ჯამაგირი მსოფლიოში, მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელ დიეგო სიმეონეს აქვს, რომლის წლიური ანაზღაურება 40,5 მილიონი ევროა.
მეორე - იტალიური „ინტერის“ მწვრთნელი, ანტონიო კონტე გახლავთ - 30 მილიონი. მესამე კი „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლაა - 27,5 ევრო წელიწადში.