თამაშგარე

10:15 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარანტინში მყოფი კანადელი მეჩოგნე კაცზე ოცნებობს

ერთ დროს წარმატებული და მხარგაშლილი, ახლა კი უკვე რეიტინგის ნაპრალებში მყოფი (341-ე ჩოგანია) კანადელი მეჩოგნე ქალი ეჟინი ბუშარი ამჟამად სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად ანტისავირუსო კარანტინში იმყოფება და როგორც ჩანს კარანტინის მარტოობამ და კაეშანმა ამ გოგოს ხელი გვარიანად დალია.

26 წლის ეჟინი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გულდათუთქვით წერს, რომ ძალიან უჭირს მარტოობა და ამ რთულ ჟამს მეგობარ ბიჭთან ყოფნაზე კარგი არაფერი იქნებოდა. ბედი არ გინდა? ეჟინი სწორედ ახლახანს, ამ სამი თვის წინ დაშორდა მეგობარ მამაკაცს და ეს ვირგლა ვირუსიც მაინცდამაინც ახლა არ წამოეწია?!...

სანამ კანადელი მეჩოგნე ასული უსიყვარულობაზე და მოწყენილობაზე სწუხს, მანამდე ისიც გავიხსენოთ, რომ სპორტული თვალსაზრისით ბოლოდროინდელი მისი წარუმატებლობები მედიისთვის დიდ გამოცანადაა ქცეული. ზოგიერთი ამის მიზეზად სწორედ ეჟინის სექსისადმი ზედმეტ ლტოლვასაც კი ასახელებს.

0.17448