ფეხბურთი

23:45 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოტის თამაში ენატრება

„რომას“ ყოფილი კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი, ამბობს, რომ ძალიან მოენატრა თამაში და ასაკის მიუხედავად, 43 წლისაა, კიდევ შეძლებდა სარგებლობის მოტანას გუნდისთვის. კარიერა მან 2017 წელს დაამთავრა.

„დაახლოებით ნახევარი საათის თამაში კიდევ შემიძლია ყოველ მატჩში და სარგებლობის მოტანა გუნდისთვის. ჩემით ალბათ კარიერას არასოდეს დავასრულებდი. თამაში - ეს არის ის, რაც ყველაზე ძალიან მაკლია ცხოვრებაში. ახლა ყველაფრის ნულიდან დაწყება მიწევს.“ - ციტირებს ტოტის სიტყვებს Football Italia.

0.124342