ფეხბურთი

16:40 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის მეხუთე დივიზიონში ჩემპიონი ვადაზე ადრე დასახელდა

"ბრორა რეინჯერსი" შოტლანდიის რანგით მეხუთე დივიზიონის, ჰაილენდ ლიგის გამარჯვებულად გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა, რომლის შედეგადაც შოტლანდიაში საფეხბურთო ლიგები დროებით შეწყდა. "ბრორას" 72 ქულა ჰქონდა და მეორეადგილოსანს 13 ქულით უსწრებდა.

"ბრორა რეინჯერსი" პლეი-ოფში ლოულენდ ლიგის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და საუკეთესო ლიგა ორში აღზევდება, რომელიც შოტლანდიაში რანგით მეოთხე დივიზიონია. ჯერჯერობით ლოულენდ ლიგის გამარჯვებული ვადაზე ადრე არ გამოცხადებულა.

0.118498