ფეხბურთი

15:24 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ჩემპიონატის პრეზიდენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა

მექსიკის რანგით პირველი საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტს ენრიკე ბონილიას კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ენრიკეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სუსტად გამოხატული სიმპტომები აქვს და მუშაობას თვითიზოლაციის მიუხედავად დისტანციურად აგრძელებს. მექსიკაში მასიური შეკრება აიკრძალა, ამის გამო ქვეყნის პირველი და მეორე დივიზიონის მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

0.114627