ავტოსპორტი

13:21 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: "კორონავირუსის სიმპტომები არ მაქვს"

ფორმულა 1-ის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ მსახიობ იდის ელბასთან გადაღებული ფოტოს შემდეგ თვითიზოლაციაში იყო და თავს კარგად გრძნობს. ინგლისელ მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო ამის შემდეგ ჰამილტონი თვითიზოლაციაში იყო.

35 წლის ლუისი ელბასთან ერთად თვის დასაწყისშიერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო და ფოტო გადაიღო. აღნიშნულ ღონისძიებას კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრუდოს ცოლი სოფიც ესწრებოდა, რომელსაც ასევე კორონავირუსი აღმოაჩნდა.

"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც ერთ ღონისძიებას დავესწარი და მონაწილეებიდან ორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"სიმპტომები არ მაქვს მას შემდეგ რაც სოფი და იდრისი ვნახე. კონტაქტი მქონდა ელბასთან და მიხარია, რომ თავს კარგად გრძნობს. ჩემს ექიმს ვესაუბრე და ორჯერ გადავამოწმე მჭირდებოდა თუ არა ტესტის გაკეთება, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ტესტების შეზღუდული რაოდენობაა და არსებობს ხალხი, რომელსაც უფრო სჭირდებათ, ვიდრე მე, რადგან სიმპტომები საერთოდ არ მაქვს." - დაწერა ტვიტერის გვერდზე ჰამილტონმა.

0.106869