ფეხბურთი

23:30 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა „ბარსელონას“ კლუბში დაბრუნების სურვილი გაანდო

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ნეიმარმა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კლუბში დაბრუნება სურს - გვამცნობს Sport.es.

ბრაზილიელი ყველა ზომას მიმართავს, რათა როგორმე დაარწმუნოს პარიზული კლუბის თავკაცები, „ბარსელონაში“ დაბრუნების საშუალება მისცენ.

წყაროს მტკიცებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეიმარმა, თავის იურისტებთან ერთად, შესაძლოა, უკიდურეს ზომას მიმართოს და პსჟ-სთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტოს. იურისტებმა დაითვალეს და ამ შემთხვევაში, სპორტულმა არბიტრაჟმა ფეხბურთელს პსჟ-ის სასარგებლოდ, შეიძლება 180 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისროს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, განაცხადა, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ნეიმარი დაბრუნდება.

ბრაზილიელი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა 222 მილიონ ევროდ.

0.114103