ფეხბურთი

21:16 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანემ კორონავირუსთან საბრძოლველად 500 ათასი ევრო გაიღო

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბი, ლეროი სანე, თანამემამულე ბაიერნელების, იოზუა კიმიხისა და ლეონ გორეცკას კორონავირუსის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შეუერთდა და 500 ათასი ევრო გაიღო - გვამცნობს Daily Star.

თანხა ვირუსისგან დაზარალებულებისთვის და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად დაიხარჯება.

„ერთად დგომის დრო დადგა. შემოუერთდით ფონდ We kick Corona-ს. მთელი შემოწირულობები საქველმოქმედო საქმიანობისთვის დაიხარჯება. ყველას შეგვიძლია მეტ-ნაკლები წვლილი შევიტანოთ ამ საჭირო საქმეში, რადგან ერთად დავძლიოთ რთული დრო და დავამარცხოთ ეპიდემია. მოდით, მივეხმაროთ მათ, ვინც სხვებს ეხმარება. ყველას დიდი მადლობა!“ - დაწერა სანემ თავისი ინსტაგრამის გვერდზე.

თეგებილეროი სანე
0.112932