ვეტერანმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კეიე მოლენაარმა იტალიურ მედიასთან მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მოლენაარის შვილი ანეკე, დე ლიხტის საცოლეა.
„მათ უყვართ ტურინი და იტალია, ალბათ კიდევ ხუთი წელი დარჩებიან, ან შესაძლოა 10 წელიც, რატომაც არა... ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება.
დე ლიხტი, როგორც მცველი ახლა უფრო ძლიერია. ყოველდღე უკეთესი ხდება, რადგან მუშაობის დიდი სურვილი აქვს. ბონუჩი და კიელინი ბევრ რამეს ასწავლიან. მატიასი ძალიან კმაყოფილია „იუვენტუსში“ მიღებული გამოცდილებით“, - განაცხადა მოლენაარმა.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტს „იუვენტუსში“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 27 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.