ფეხბურთი

0:49 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერონი: "ჩემი "ლაციო" საუკეთესო გუნდი იყო"

ხუან სებასტიან ვერონი მიიჩნევს, რომ საუკეთესო გუნდი, სადაც უთამაშია რომის „ლაციო“ იყო. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, ყველაზე სასიამოვნო მისთვის სვენ-გორან ერიქსონთან მუშაობა გახლდათ.

„ლაციო ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, რომელშიც მითამაშია. გუნდი, რომელსაც სკუდეტო 26 წელი არ ჰქონდა მოგებული, უნიკალური გრძნობა იყო, ისევე, როგორც ყველა ტიტული, რომელიც იტალიაში მოვიგე. ერიქსონი ყველაზე მეტად მიგებდა, მასთან ერთად უკეთესი გავხდი, მომცა სრული თავისუფლება, ტაქტიკა არასდროს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე“, - განაცხადა ვერონმა.

შეგახსენებთ, ხუან სებასტიან ვერონი „ლაციოში“ 1999-2001 წლებში თამაშობდა (79 თამაში, 14 გოლი) და „არწივებთან“ ერთად სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.

სხვადასხვა დროს არგენტინელმა მშობლიურ „ესტუდიანტესში“, „ბოკა ხუნიორსში“, „სამპდორიაში“, „პარმაში“, „მანჩესტერში“, „ჩელსიში“ და „ინტერში“ ითამაშა.

0.116316