ფეხბურთი

1:13 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟე ჟესუსის COVID-19-ის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა

„ფლამენგოს“ მთავარი მწვრთნელის ჟორჟე ჟესუსი COVID-19-ის ტესტის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. 65 წლის სპეციალისტი რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და ცნობა ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა ბოლო ორმა ტესტმა დადებითი პასუხები არ აჩვენა.

„ფლამენგო“ გაცნობებთ, რომ ჟორჟე ჟესუსის ტესტი უარყოფითია. კლუბი მადლობას უხდის შავ-წითელ ოჯახს ამ დღეებში მწვრთნელისადმი გამოჩენილი მხარდაჭერით“, - ნათქვამია ბრაზილიური გუნდის განცხადებაში.

კომენტარი გააკეთა თავად პორტუგალიელმა სპეციალისტმაც:

„კარგი ამბავი მაქვს, COVID-19-ზე უარყოფითი ვარ, ბენდიერი ვარ შეტყობინებებით, რომელიც მივიღე, დიდი მადლობა სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ვაგრძელებ ლოცვას ყველა ინფიცირებულისთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელში ჟესუსმა.

0.120986