"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს სასტუმროები დაუთმო და ამ ფორმით კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაება. ორი სასტუმრო უახლოეს მომავალში დაიკეტება და სამედიცინო პერსონალისთვის 176 საწოლი გამოიყოფა.
ნევილს მანჩესტერში ორი სასტუმრო აქვს და თანამესაკუთრე ასევე ყოფილი ცნობილი ფეხბურთელი რაიან გიგზია. ერთი სასტუმრო ქალაქის ცენტრშია და მისი სახელწოდებაა Stock Exchange, ხოლო მეორეს Football-ი ქვია და "ოლდ ტრაფოდზე" მდებარეობს.
"ჩვენი თანამშრომლები მოაწესრიგებენ ოთახებს, რათა ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს თუ დასჭირდებათ თვითიზოლაციაში გადასვლა, მოვიდნენ და უფასოდ დარჩნენ." - განუცხადა BBC-ს ნევილმა.
აღნიშნული სასტუმროები კვირას დაიკეტა და სამედიცინო პერსონალისთვის პარასკევიდან გაიხსნება. ნევილის და გიგზის ინიციატივამდე მსგავსი დახმარება ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს "ჩელსიმ" გაუწია და კლუბის სასტუმრო სამედიცინო სტაფს დაუთმო.