მიუნხენის „ბაიერნი“ კვლავაც ცდილობს „მანჩესტერ სიტის“ გარემარბის, ლეროი სანეს გადაბირებას და მზადაა ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს მას - წერს Sport Bild.
თავად ფეხბურთელიც წინააღმდეგი არ ყოფილა მიუნხენში გადაბარგებისა. „ქალაქელებთან“ მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ბავარიელთა სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი უკვე შეხვედრია LIAN Sports-ის წარმომადგენლებს, ფირმისა, რომელიც სანეს ინტერესებს წარმოადგენს. თავად ფეხბურთელთან ოფიციალური მოლაპარაკების უფლება კი მიუნხენელებს 1 აპრილიდან ექნებათ.
სანე „სიტიში“ 2016 წელს გადავიდა „შალკედან“ 55 მილიონ ევროდ. 2019 წლის აგვისტოში ის „ბაიერნში“ უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და მოლაპარაკება ჩაიშალა.